ბელორუსიაში სასამართლო მედიაციის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

29 სექტემბერი 2015

24-25 სექტემბერს, ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში,  ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) და ბელორუსიის ადვოკატთა კოლეგიის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სასამართლო მედიაციის თემაზე. კონფერენაციაში, CCBE-ის ექსპერტის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა დავით ასათიანმა. მან კონფერენციის მონაწილეებს გააცნო სასამართლო მედიაციის ქართული მოდელი და ხაზი გაუსვა ადვოკატთა პროფესიის აქტიურ როლს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებაში. კონფერენციის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა დავით ასათიანსა და CCBE-ის მომავალ პრეზიდენტ   ბ-ნ. მიშელ ბონიშიუსთან ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომელმაც  საქართველოში მოღვაწე ადვოკატებს საერთაშორის დონეზე    აქტიური მხარდაჭერა აღუთქვა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი